სამშაბათი, 2024-04-23, 20:44 თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | ჯგუფი "Гости" | RSS
მთავარი |


საიტის მენიუ



სექციის კატეგორიები
ხალხური სიმღერები [7]
ქართული ფოლკლორი [40]
ჩვენ !!! [6]
ქართული მულტფილმები [8]
სასაცილო [5]
სხვა . . . [5]
კლიპები [9]
ნაწყვეტები ფილმებიდან [6]
პროზა/პოეზია [1]
დესკტოპის ფონები [1]



მინი-ჩეთი
300



ჩვენი გამოკითხვა
როგორ მოგწონს ჩვენი საიტი?
სულ პასუხი: 317



სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

მთავარი » 2009 » ივლისი » 14 » გულისთქმა :)
გულისთქმა :)
16:59
  •  რესტორანში აღნიშნულ ღონისძიებებზე მინიმუმ ორჯერ უნდა შეუკვეთო  ”моя мулатка” და მისამღერზე, თვალდახუჭული მაღლა აწეული ხელების ქნევით სიმღერის ტექსტს პირის მოძრაობით აყვე.

  •  იგივე პრინციპით, დაბადების დღეებზე აუცილებლად უნდა დაიქირავო მუსიკოსები და იუბილარისთვის ამღერო: “გვახალისებს დღეს მზიანი დარი, შენი მსგავსი ჩვენთვის მხოლოდ მზეა…”
  • შენს ლექსიკაში აუცილებლად უნდა ჩაიმატო “შუა ქალაქის” მინიმუმ ორი ფრაზა. მათ შორის: “ბიჭო, ბიჭო, ბიჭო”, “ბუ-ჰე-ჰე-ჰე”, “დღეს დიდი დღეა, დიდი”, “ვთქვი, თქვა, ვთქვი, თქვა”, “დედას ბუშტი”, “ვიცი? რა ვიცი? ვიცი?”, “ორკარიან”, “ოთხკარიან”, “მე ლონდონში ვსწავლობდი”, “გავზქუროთ”, “ნახე რა მივეცი” და ა.შ. უახლოეს მომავალში აუცილებლად დამკვიდრდება სიტყვა “მოზგანა”.
  • არ უნდა გაიაზრო მიწისქვეშა გადასასვლელის არსი და კამიკაძის  სულისკვეთებით აღტკინებულმა სწრაფად მოძრავ მანქანებში გასაძრომად უფრო მეტი დრო  დახარჯო , ვიდრე ეს მიწისქვეშა გადასასვლელით სარგებლობის შემთხვევაში მოხდებოდა.
  •    აუცილებლად უნდა აწამო ქართული ენა სიტყვებით: “რას შვები”, “ბრთხილად”, “რო”, “კიდე”, “რატო”, “კაი”, “აზზე ხარ?”, “რავი”, “არი”. მოახდინო ნაწილაკ “მეთქის” ოკუპაცია ნაწილაკ “თქო”-სავე გამოყენებით. რა თქმა უნდა, უგულვებელყო პირველი პირის ნიშნები: “მე უთხარი”, “მე დაუწერე” და სხვა. ბავშვობის მონატრება კი გაიქარვო მსგავსი ტიპის სიტყვების: “მეჩ”, “გკოჩნი”, “ცაცკალი”, “ცამეხუტე” საშუალებით
  • ქუჩაში თუ ვინმე უცხო გიახლოვდება აუცილებლად გთხოვს ერთ ღერ სიგარეტს.
  • მეტროში აუცილებლად უნდა ჩაათვალიერო შენს სიახლოვეს მდგომები და  განსაკუთრებით იმას დააკვირდე, თუ რა აცვიათ ფეხებზე.
  • კედელზე, ხეზე, ტრანსპორტში, ქუჩაში და ყველგან სადაც რამის დაწერა შეიძლება აუცილებლად “4ევერ”-თ უნდა გამოხატო რაღაცის უკვდავების სურვილი (როგორც წესი, როკის, რეპის, საფეხბურთო გუნდების, უბნების და ცნობილი ადამიანების)
  • როდესაც ახასიათებ შორეულ ნათესავს ან ვინმე უცხო პიროვნებას, აუცილებლად უნდა იხუმრო რომ ის შენი ქვისლის ძმის მეგობრის რძლის ახლობლის ბიძაშვილის ცოლისძმის კარის მეზობელია. ნათესავური კავშირები და გენეალოგიური შტოს სიგრძე შენს მახვილგონივრობასა და ლექსიკაზეა დამოკიდებული.
  • ვინმეს დასამშვიდებლად აუცილებლად ერთხელ მაინც უნდა გამოიყენო ფრაზა: “ყველაფერი კარგად იქნება”, მაშინ, როდესაც ამის მტკიცების არანაირი საფუძველი არ გაგაჩნია.
  • შედარებებისას უნდა დაიხმარო ობმოდებული ფრაზები: “რა ჯარის მეგობარივით მიცინი”, “რა აკაკი წერეთელივით შემოგიდვია თავზე ხელი”, “რას იკრიჭები ყველის ვაჭარივით” და სხვა.
  • სკაიპში ავატარად უნდა დაიყენო შეყვარებულის ან მეგობრის სურათი და სტატუსად მიიწერო რომ “ძალიან გიყვარს და გენატრება”, ან რომ ის “ძაან მაგარი კაცია”, ან “მსოფლიოში უმაგრესი ადამიანია”, ან “შენი სიხარული და სიცოცხლეა” და ა.შ. მთავარია, მთელმა “სკაიპიმ” გაიგოს  შენში მოძალებული სითბოს გულში ვერდატევის შესახებ.
  • იმავე სკაიპში სახელის დაწერისას “ა”-ს ნაცვლად უნდა გამოიყენო @, “ი”-ს ნაცვლად “!”, “ს”-ს ნაცვლად $, და ა.შ.

ადნაკლასნიკები

            ცალკე საუბრის თემაა “ადნოებად” წოდებული ფუნქციადიდიხნისწინდაკარგული საიტი:

  • შენი ნაცნობი სულ ბაბა იაგას რეინკარნაცია რომ იყოს ყველა სურათზე მაინც “ხუთი” უნდა დაუწერო. მნიშვნელობა არ აქვს თვითონ იქნება ზედ გამოსახული, ბუნების პეიზაჟი, ვიღაც მსახიობი, რომელიღაც გუნდის ლოგო თუ სხვა.
  • აუცილებლად უნდა დაგაინტერესოს ყველა უცხო სტუმარმა, შეხვიდე მათ გვერდებზე და გაარკვიო ვისი კავშირებით მოხვდნენ შენთან.
  • თუ ვინმე უცხომ ქულა დაგიწერა, რა თქმა უნდა, შენც სათანადოდ უნდა მოექცე , ანუ ისეთი და იმ რაოდენობის შეფასება დაუწერო, რამდენითაც და როგორითაც თვითონ შეგაფასა
  • თუ ვიღაც შენთან უბრალოდ შემოვიდა და არაფერი გაუკეთებია, შენც ანალოგიურად, უნდა შეხვიდე და არაფერი გააკეთო.
  • თუ 5+ -ის საყიდლად ფული არ დაგენანა, უნდა ჩამოუარო შენს მეგობრებს და ყველა ამ ნიშნით შეამკო.
  • როდესაც სადმე სურათს გადაიღებ და დახედავ, აუცილებლად უნდა გაიფიქრო “გამოდგება თუ არა ეს საადნაკლასნიკედ”.
  • მიუხედავად იმისა რომ 12 წლის ხარ და ჯერ სკოლა კი არა, კლასიც არ გამოგიცვლია,  “ადნაკლასნიკები” მაინც უნდა გაიკეთო.
  • უნდა სთხოვო მეგობრებს რომ “დაგიკომენტონ”
  • მიუხედავად იმისა, რომ საიტის ფუნქცია დაკარგული ან დავიწყებული ნაცნობების აღმოჩენაა, შენ ყველაფერი უნდა ქნა იმისთვის, რომ შენივე ვინაობა კარგად მიჩქმალო, მაგალითად გვარის მაგივრადაც დაწერო სახელი, დაიწერო “კლიჩკა”, ვინაობა ჩასვა გულებში, შეიცვალო საცხოვრებელი ქალაქი, სკოლა და ა.შ.
  • კომენტარებში აუცილებლად უნდა დაწერო: “აუ, დზნ დზნ მაგარი ფოტოა”, “ამ ფოტოში მაგრად ხარ”, “ძაან საყვარელი ხარ”, “დზნ მიყვარხარ”, “მაგარი ქალი (კაცი) ხარ” და ა.შ.

   არადა, მსოფლიო ლექსიკაში არსებობს ასეთი სიტყვა “ფანტაზია”, რომლის პრაქტიკაში ხშირი გამოყენება არც ჩვენ გვაწყენდა… 

კატეგორია: სხვა . . . | ნანახია: 1367 | დაამატა: parma | რეიტინგი: 5.0/3 |
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
 
შესვლის ფორმა

ძებნა

კალენდარი
«  ივლისი 2009  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031

ჩანაწერების არქივი

საიტის მეგობრები



gu & gi production © 2024

Free web hosting - uCoz